saqarTvelos qedebi - balis qedi
კოორდინატები | 43°02`33` ჩ. გ. 42°37`47` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | უშბის ქედი |
სიმაღლე | 2529 მ |
კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განტოტების, უშბის ქედის სამხრეთ დადაბლებული ბოლო, მდინარეების დოლრისა და ენგურ-მესტიაჭალის აუზების წყალგამყოფი. დაფარულია ტყით და დოლრის მეოთხეული მყინვარის მორენებით. ისტორიული საზღვარი ბალსქვემო ანუ სადადიშქელიანო სვანეთსა და ბალსზემო ანუ თავისუფალ სვანეთს შორის. შუა ნაწილში აღმართულია 2529 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალი.